Saturday, May 19, 2012

პროექტი


პროექტის სახელწოდება : ბუნებრივი  და ხელოვნური საარსებო გარემო
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა შეძლონ  დაკვირვება გარეული ცხოველების საარსებო გარემოზე, შეადარონ ბუნებრივი და ხელოვნური საარსებო გარემო.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევის, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, კომუნიკაციური უნარ–ჩვევები, ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, იღებენ მეტ ცოდნას.
პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა შეძლონ გარეული ცხოველების ბუნებრივი და ხელოვნური საარსებო გარემოს შედარება, დააკვირდნენ, როგორ ქმნის ადამიანი დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივთან მიახლოვებულ გარემოს, რას ითვალისწინებს ამ დროს.
მონაწილეთა ასაკი: 9–10 წელი.
ვადები:2–3 კვირა.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: სახატავი ფანქრები, ფურცლები, ფოტო და ვიდეოაპარატურა, ინტერნეტი, ზოოლოგიური ატლასი.
პროექტის მსვლელობა: პროექტის თემის შერჩევის შემდეგ კლასი იყოფა რამდენიმე ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ევალება მოიძიოს ინფორმაცია რომელიმე გარეული ცხოველის ბუნებრივი საარსებო გარემოს შესახებ. წარმოადგინოს ეს ინფორმაცია წერილობითი ფორმით , გაფორმებული მათივე შესრულებული ნახატით. დავალების შესასრულებლად ჯგუფებს ეძლევა 1 კვირა. ამ ინფორმაციის მოძიებიდან 1 კვირაში ეწყობა ექსკურსია ზოოპარკში, სადაც ჯგუფები არჩეული ცხოველების გალიებთან გააკეთებენ პრეზენტაციას, დააკვირდებიან  კონკრეტული ცხოველისთვის შექმნილ გარემოს ზოოპარკში, გააკეთებენ დასკვნებს, მოხდება ფოტო და ვიდეოგადაღება.
კავშირი საგნებთან: ბიოლოგია, გეოგრაფია, ხელოვნება.
ხელმძღვანელის ელფოსტა:janiashvilinana@gmail.com