პროექტის სახელწოდება : ბუნებრივი და ხელოვნური საარსებო გარემო
პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეებმა შეძლონ დაკვირვება გარეული ცხოველების
საარსებო გარემოზე, შეადარონ ბუნებრივი და ხელოვნური საარსებო გარემო.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს
უვითარდებათ კვლევის, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, კომუნიკაციური უნარ–ჩვევები,
ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, იღებენ მეტ ცოდნას.
პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა
შეძლონ გარეული ცხოველების ბუნებრივი და ხელოვნური საარსებო გარემოს შედარება, დააკვირდნენ,
როგორ ქმნის ადამიანი დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივთან მიახლოვებულ გარემოს, რას ითვალისწინებს
ამ დროს.
მონაწილეთა ასაკი: 9–10 წელი.
ვადები:2–3 კვირა.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:
სახატავი ფანქრები, ფურცლები, ფოტო და ვიდეოაპარატურა, ინტერნეტი, ზოოლოგიური ატლასი.
პროექტის მსვლელობა: პროექტის
თემის შერჩევის შემდეგ კლასი იყოფა რამდენიმე ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ევალება მოიძიოს
ინფორმაცია რომელიმე გარეული ცხოველის ბუნებრივი საარსებო გარემოს შესახებ. წარმოადგინოს
ეს ინფორმაცია წერილობითი ფორმით , გაფორმებული მათივე შესრულებული ნახატით. დავალების
შესასრულებლად ჯგუფებს ეძლევა 1 კვირა. ამ ინფორმაციის მოძიებიდან 1 კვირაში ეწყობა
ექსკურსია ზოოპარკში, სადაც ჯგუფები არჩეული ცხოველების გალიებთან გააკეთებენ პრეზენტაციას,
დააკვირდებიან კონკრეტული ცხოველისთვის შექმნილ
გარემოს ზოოპარკში, გააკეთებენ დასკვნებს, მოხდება ფოტო და ვიდეოგადაღება.
კავშირი საგნებთან: ბიოლოგია, გეოგრაფია,
ხელოვნება.
ხელმძღვანელის ელფოსტა:janiashvilinana@gmail.com